შაბათს ვეტერინარულმა კლინიკამ „ვეტჰაუსმა“ „თბილისის ინტელექტუალური კლუბის“ უმცროსი ჯგუფის ბავშვებს უმასპინძლა და გაცნობითი ტური გამართა. ექსკურსიის მიზანი იყო ბავშვებს წარმოედგინათ, თუ რა არის ნამდვილი ვეტერინარული საავადმყოფო, გაეცნოთ "ვეტერინარის" პროფესია. ტური ჩაატარა Vet House-ის ვეტერინარულმა ტექნიკოსმა და ლაბორანტმა ოლესია ალეშჩენკოვამ.
კლინიკის კართან ბავშვები ვეტჰაუსის ადმინისტრატორმა სალი გიგიაძემ ადმინისტრატორის მთავარ თანაშემწე ძაღლთან, სახელად” ბეილისთან” ერთად მიიღო, რომელმაც ბავშვები მესამე სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზში მიიყვანა. შემდგომ იყო გაცნობა… ბავშვებმა ისაუბრეს თავიანთ ცხოველებზე, ქუჩის კატებთან და ძაღლებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე, მათ შიშებზე და მათ დაძლევაზე.
ტური დაიწყო კატების სასტუმროს მიმოხილვით, რომელიც განლაგებულია იზოლირებულ ადგილას, რათა კატებმა თავი დაცულად იგრძნონ. შემდეგ ბავშვები გადაიყვანეს ლაბორატორიაში, სადაც გაიგეს, თუ რატომ არის აუცილებელი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება სწორი დიაგნოზის დასადგენად, მათ მიიღეს საშუალება, რეალური, პროფესიონალური მიკროსკოპით დაეთვალიერებინათ სისხლის ნაცხი და კანის ნაკაწრები.
შენობის მეორე სართულზე ბავშვებმა დაათვალიერეს ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის ოთახები, გაარკვიეს, რა არის რენტგენი, CT, ექოსკოპია და რისთვის არის ეს კვლევები.
მოვინახულეთ კატებისა და ძაღლების არაინფექციური საავადმყოფოები, სადაც ცხოველები მკურნალობენ. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ პაციენტებთან ურთიერთობა.
ქირურგიაში გიდმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არის საჭირო ოპერაცია, რატომ უნდა იყოს ოპერაცია სუფთა, ბავშვებმა ისაუბრეს რა არის ბაქტერიები და ანტიბიოტიკები და ნახეს, თუ როგორ ხდება ქირურგიული ინსტრუმენტების სტერილიზაცია.
ბავშვები ჩავიდნენ კლინიკის ეზოში, დაათვალიერეს ძაღლების სასტუმრო, ცხოველების გრუმინგის ოთახი.
ტურის განმავლობაში ბავშვები აქტიურად სვამდნენ კითხვებს, მონაწილეობდნენ გიდთან დისკუსიაში.
ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვებს ნაყოფიერი დღე ჰქონდათ.
მოუთმენლად ველი სტუმრობას.