ტექნიკური და ლაბორატორიული კვლევები
თუკი თქვენს შინაურ ცხოველს შეამჩნიეთ ისეთი სიმპტომები, რომლებიც განვითარებად დაავადებაზე მეტყველებენ, აუცილებელია სასწრაფოთ ჩაუტაროთ მას გამოკვლევა, რათა სწორად განვსაზღვროთ დაავადების ხასიათი და მიზეზები.
უმრავლეს შემთხვევაში შინაური ცხოველების დაავადებათა კვლევები ხდება დათვალიერებისა და ანამნეზის შეგროვების საფუძველზე.
მაგრამ, მთელ რიგ შემთხვევებში, ძალიან გამოცდილ მკვლევარსაც არ შეუძლია დასვას დიაგნოზი თანამედროვე მეთოდიკის გამოყენების გარეშე:
- ლაბორატორიული კვლევების ძირითადი დანიშნულებაა ბიოქიმიური ანალიზების მაჩვენებლები შევადაროთ მედიცინაში არსებულ ნორმით მაჩვენებლებს. ლაბორატორიებში ხდება მიკროსკოპული კვლევები, კვლევები პათოგენებზე, ასევე, ტარდება სისხლისა და სხვა ბიოქიმიური ნივთიერებების ტესტირება. ზემოაღნიშნულები საშუალებას იძლევა მივიღოთ შინაური ცხოველის მდგომარეობის ობიექტური სურათი, რომლის საფუძველზეც უკვე შესაძლებელია შესაბამისი თერაპიული მკურნალობის დანიშვნა.
- ტექნიკური კვლევების დროს კი გამოიყენება რთული ტექნიკები, როგორებიცაა ულტრაბგერითი ექოსკოპია, რენტგენი და კატე.
ტექნიკური და ლაბორატორიული კვლევები აფართოებს ექიმის შესაძლებლობებს, ცდების და შეცდომების მეთოდისგან განახვავებით საჭიროებს ძალიან ცოტა დროს.
ვიზიტის დაჯავშნა