ქ. მიცკევიჩი, 70, თბილისი, საქართველო / 995 -322 -2470005 / 995-596-110005 / 995-596-610005

სტაციონარში განთავსების წესები

შინაური ცხოველების სტაციონარში განთავსების წესები

ერთიანი წესი

  1. სტაციონარში განთავსებამდე ექიმმა უნდა შეამოწმოს ცხოველი.
  2. სტაციონარში განთავსების მიზეზი შეიძლება გახდეს ცხოველის გამოკვლევა, მკურნალობა ან/და ოპერაციისთვის მომზადება.
  3. შინაური ცხოველის მეპატრონედ ითვლება პირი, რომელთანაც გაფორმებულია ვეტერინარული მომსახურეობის ხელშეკრულება, რომელშიც თავისმხრივ ასახულია მისი წინასწარი თანხმობა სტაციონარში განთავსების შესახებ.
  4. ინფორმაცია შინაური ცხოველის მდგომარეობის შესახებ ხელმისაწვდომია სამუშაო საათებში, 10:00 დან 19:30 მდე. მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
  5. ხელშეკრულების გაფორმებისას მეპატრონე აცხადებს თანხმობას სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ, გადაუდებელ დახმარებაზეც.
  6. შინაური ცხოველის პატრონი უზრუნველყოფს მას საკვებით და ტუალეტის ქვიშით, მას ასევე შეუძლია აანაზღაუროს კლინიკის მხრიდან ზემოხსენებულზე გაწეული ხარჯები.
  7. სხვა კლინიკის ექიმის მიერ მკურნალობა გაწეული ცხოველის ჩვენ სტაციონარში განთავსების შემთხვევაში, მეპატრონემ უნდა წარმოადგინოს არსებული მკურნალობის ამსახველი ინფორმაცია, ყველა დანიშნული მედიკამენტის სახელწოდებით. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს კლინიკის ტიტულიან ფურცლით, სადაც მითითებული იქნება მკურნალი ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია, მასთან კომუნიკაციის საჭიროების მიზნით. გაითვალისწინეთ, ასეთ შემთხვევაში, კლინიკის თანამშრომლები  მკურნალობის შედეგზე პასუხისმგებლები არ არიან. 
  8. შინაური ცხოველის მიერ, კლინიკის საკუთრებაში არსებულ საგნებზე მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს ცხოველის მეპატრონე.
  9. ის, ასევე, ვალდებულია სტაციონარში განთავსებამდე, დროულად აცნობოს კლინიკას მისი ცხოველის ტრავმების, ქრონიკული დაავადებების , წინარე მკურნალობის და სხვა, მსგავსი საკითხების შესახებ.


კლინიკის ვალდებულებები


  1. ხარისხიანი მკურნალობის და ზრუნვის გაწევა  სტაციონარში ყოფნის ყველა ეტაპზე. კვება და გასეირნება (არაინფიცირებული ცხოველები). 
  2. ცხოველის ჰიგიენური ნორმების დაცვა, ყოველდღიური გენერალური დასიფთავება, შენობის დეზინფექცირება. 
  3. დანიშნული მკურნალობის და კვლევითი  კურსის ზედმიწევნით შესრულების  უზრუნველყოფა.
  4. მეპატრონის ინფორმირება ნებისმიერი სახის პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში
  5. მეპატრონის ინფორმირება ცხოველის მდგომარეობის შესახებ, სატელეფონო, ელექტრონული ან წერილობითი სახით. 
  6. გადაუდებელ შემთხვევაში შინაური ცხოველისთვის სათანადო დახმარების გაწევა, თუკი ხელშეკრულების შესაბამის გრაფაში აღნიშნულია თანხმობა ზემოხსენებულზე. 
  7. მკურნალობის პროცესში მეპატრონისთვის შინაური ცხოველის მონახულების უფლების დართვა. ნახვის საათები 10:00-19:30. 
  8. იმ შემთხვევაში, როცა მეპატრონეს ერთი კვირის განმავლობაში არ გაჰყავს კუთვნილი ცხოველი სტაციონარიდან და თან უარს ამბობს კომუნიკაციაზე შინაური ცხოველი გადადის კლინიკის საკუთრებაში და შესაბამისად კლინიკა იტოვებს მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ( მათ შორის, გადასცეს მესამე პირს ან ჩაუტაროს ევთანაზია საჭირო შემთხვევებში).


დამატებითი პირობები

  1. ცხოველები, ვაქცინაციის უცნობი სტატუსით შესაძლებელი განთავსდეს მხოლოდ ინფექციურ სტაციონარში.
  2. შინაური ცხოველის მეპატრონებ უნდა გააცნობიეროს, რომ მიუხედავად კლინიკაში არსებული მაღალი ხარისხის ჰიგიენური ნორმებისა და ასევე, მეპატრონის მხრიდან,  პროფილაკტიკური ნორმების დაცვისა შეუძლებელია ინფექციური დაავადებებისგან დაცვის სრულად გარანტირება. 
  3. კლინიკაში მკურნალობის დაწყების შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს ყველა წამლის თუ საჭირო მასალის თანხა, რომლის ოდენობა დატანილი იქნება ხარჯთაღრიცხვის ფურცელზე. აღსანიშნავია, რომ მკურნალი ექიმი წინასწარ აცნობებს მას გადასახდელი თანხის სავარაუდო ოდენობის შესახებ, ხოლო სრული, დეტალური ხარჯთაღრიცხვის ფურცელი მას გადაეცემა სტაციონარული მკურნალობის დასრულების შემდეგ. 
  4. ცხოველის კლინიკისთვის გადაცემისთანავე კლინიკაში ფორმდება ხელშეკრულება. 
  5. ცხოველები, რომლებიც მკურნალობენ სხვა ვეტერინარულ კლინიკებში სტაციონარში განთავსებამდე გაივლიან კლინიკა “ვეტჰაუზის” ექიმ-ვეტერინარის შემოწმებას. საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია დამატებითი კვლევების ჩატარება. 
  6. სტაციონარში განთავსებაზე უარის თქმის შემთხვევები: თავისუფალი ადგილის არ არსებობა, ძალიან აგრესიული ცხოველები, წარსულში, მეპატრონის მხრიდან, სტაციონარში განთავსების წესების დარღვევა.
  7. შინაური ცხოველის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ მეპატრონეს, რომელიც ხელშეკრულების ხელისმომწერია.
დასვი კითხვა
Share by: