ქ. მიცკევიჩი, 70, თბილისი, საქართველო / 995 -322 -2470005 / 995-596-110005 / 995-596-610005

ვეტერინარის ასისტენტის კურსი

ვეტერინარის ასისტენტის კურსი

ყოველთვის საჭიროა ექიმის ასისტენტი,რომელმაც იცის როგორ იმუშაოს სწრაფად და ეფექტურად.

ვეტერინარიის სფეროში კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტია, "vet house"  კლინიკის ბაზაზე მომზადებული პერსონალი  მოთხოვნადია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა ვეტერინარულ კლინიკაში.


 ტრენინგის დროს სტუდენტებს მიეცემათ თანამედროვე ასისტენტი ვეტერინარის მუშაობისთვის აუცილებელი საბაზისო ცოდნა და უნარჩვევები. სასწავლო პროგრამა მოიცავს, თეორიულ და  პრაქტიკულ გაკვეთილებს, აქცენტი კეთდება პრაქტიკაზე. მეცადინეობები ტარდება ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით. თეორიული კურსი იკითხება სალექციო ფორმატში, ხოლო პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს კლინიკის პაციენტებთან. კურსის დასრულებისას ტარდება გამოცდა და გაიცემა სერტიფიკატი.  ასისტენტ ვეტექიმის მოვალეობაა დაეხმაროს ექიმს დაავადებული ცხოველების მკურნალობაში, აკონტროლოს ჯანმრთელი ცხოველების მდგომარეობა. ის, ასევე, ასრულებს სანიტარ-ვეტერინარულ პროცედურებს. 

კურსზე დაიშვებიან პირები 15 წლის ასაკიდან. ვეტერინარული განათლება აუცილებელი არ არის. 


კურსი გათვლილია:

აბიტურიენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ ვეტერინარიის შესწავლას.

სტუდენტებისთვის, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ.

ადამიანებისთვის,რომლებიც ეხმარებიან უსახლკარო ცხოველებს. ასევე, მოხალისეებისთვისა და თავშესაფრის თანამშრომლებისთვის. ჩვენი კურსი მოიცავს ცოდნას, რომელიც მნიშვნელოვანი გააჩნდეს ყველას, ვისაც რაიმე სახის შეხება აქვს ცხოველებთან. დაწყებული მარტივი მოვლით, დასრულებული პროფესიონალური მკურნალობით. 


კურსს წარუძღვება
კლინიკა “Vet House"-ის ექიმი-ვეტერინარი, დერმატოლოგი ლილი რობაქიძე.


პრაქტიკული ნაწილის კურატორი

ლილი რობაქიძე: კლინიკა “Vet House”-ის ექიმი-ვეტერინარი, დერმატოლოგი

ვალერია ლუგინა: კლინიკა “Vet House”-ის ექიმი-ვეტერინარი, ვიზუალური დიაგნოსტიკის ექიმი


კურსის კურატორია
სალი გიგიაძე. 


კურსის ხანგრძლივობა: 

6 კვირა ( 6 დღე სალექციო კურსი + 7 დღე პრაქტიკა + 1 დღე გამოცდა )


კურსის ღირებულებაა
1500 ლარი ( თიბისი ბანკის 0% იანი განვადება) 

ენები: ქართული / რუსული

გაიგე მეტი შეიძინე

კურსის პროგრამა

1. ლექცია

  • შესავალი ლექცია (გაცნობა). ძირითადი საფუძვლები.
  • ასეპტიკა და ანტისეპტიკა.
  • ცხოველის კლინიკური დათვალიერება.
  • ზოოფსიქოლოგიის საფუძვლები. 

2. ლექცია

  • ცხოველის ფიქსაცია სამკურნალო და სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩასატარებლად
  • რენტგენის აპარატთან მუშაობის წესები და შესაძლო პროექციები
  • რა არის ინფუზომატი და მასთან მუშაობის წესები

3. ლექცია

  • ინტუბაცია
  • ვენის კათეტერის ჩაყენება
  • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია

4. ლექცია

  • სამკურნალო პრეპარატების შეყვანისა და დალევინების ფორმები
  • ანალიზების აღება, მარკირება, შენახვა და ტრანსპორტირება
  • გლიკემიის გაზომვა ( შაქრის დონე სისხლში )

5. ლექცია

  • პაციენტის მომზადება ოპერაციისთვის.
  • ოპერაციის შემდგომი მოვლა.
  • პაციენტის მონიტორინგი და ბარათების შევსება.
  • ნაკერების, ჭრილობების და დრენაჟების დამუშავების წესები.

6. ლექცია

  • სტაციონარზე მყოფი პაციენტების მოვლა და მკურნალობის წესები.
  • სმენის სწორი გადაბარება.
  • ვაქცინაცია და ვაქცინაციის წესები.
  • ჩიპირება და ჩიპირების წესები. 
Share by: