ამ კურსზე სწავლის შემდგომ თქვენ მარტივად იპოვით სამსახურს გრუმინგის სალონებში,ვეტერინარულ კლინიკებსა თუ ზოომაღაზიებში და პირველივე თვეში გამოიმუშავებთ იმ თანხას ,რომელიც სწავლაში გადაიხადეთ.
ვისთვის არის ეს პროფესია?
რა თქმა უნდა იმ ადამიანებისთვის,ვისაც სურთ სპეციალობის შეცვლა და დაჩქარებულად სამუშაოზე გასვლა.ასევე პროფესიონალებისთვის ,რომლებმაც საკუთარ პროფესიაში თავი ვერ იპოვეს.მათვისაც,ვისაც ჯერ პროფესია არ შეურჩევია,მაგამ სურვილი აქვთ იმუშაონ.
ვინ შეიძლება გახდეს გრუმერის თანაშემწე?
ამისთვის აუცილებელია სამი პირობა- ცხოველების სიყვარული, მოთმინება და წესრიგის სიყვარული.
რით იქნებით დაკავებულნი?
გრუმერის თანაშემწეები,დღესდღეობით,მუშაობენ ყველაზე ცნობად გრუმინგის სალონებში,სადაც ძაღლებს და კატებს ჭრიან.ეს ბიზნესი სწრაფად ყვავდება და ვითარდება.დღეს ,ჩვენ ქვეყანაში,შინაური ცხოველის პატრონები სიამოვნებით ზრუნავენ საკუთარ ცხოველებზე,მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული სწორად ზრუნვის საჭიროება.გრუმერის თანაშემწე ამზადებს ძაღლს/კატას შეჭრისთვის,ასრულებს ყველა საჭირო პროცედურას,როგორებიცაა დაბანა,გაშრობა,დავარცხნა თუ ჰიგიენური პროცედურები.ეხმარება გრუმერს შეჭრის დროს,მაგრამ შინაურ ცხოველს ჭრის მხოლოდ გრუმერი.
გრუმერის თანაშემწის პრიორიტეტები
მოთხოვნადობა - გრუმინგის ყველა სალონში ესაჭიროებათ თანაშემწე;
სწრაფი დასწავლა - კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 3 დღეს;
ცხოველებთან ურთიერთობით მიღებული დადებითი ემოციები;
თვითრეალიზაციის შეგრძნება,თქვენი სამუშაო სასარგებლოა და შედეგები თვალსაჩინო.
რატომ უნდა ისწავლოთ გრუმერის თანაშემწეობა გრუმვეტში?
ჩვენ გვაქვს ცხოველებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.
კურსის პროგრამა შეტანილია მხოლოდაქტუალური ცოდნა, რომელსაც დამსაქმებლები ითხოვენ სპეციალისტებისგან.დ
დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკას.
კურსის დასრულების თქვენ შეძლებთ გაიაროთ უფასო პრაქტიკა ჩვენს სალონში,კურსის ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ.
რა დაგხვდებათ კურსზე გრუმერის თანაშემწე?
თქვენ დაეუფლებით თანაშემწეობის ცოდნის საფუძვლებს;
როგორ ივარცხნება,როგორ იჭრება კლანჭები,როგორ თავისუფლდება ჩახვევები ბეწვის დაზიანების გარეშე,როგორ უნდა დავბანოთ და გავაშროთ ძაღლი.
ჰიგიენური პროცედურები - თათების და ნესტოების დამუშავება,ურების წმენდა.ასევე,მიიღებთ მნიშვნელოვან თეორიულ ცოდნას თუ როგორ უნდა დავაფიქსიროთ ცხოველი დაზიანების გარეშე,როგორ უნდა შევარჩიოთ კოსმეტიკური საშვალებები ბეწვის ტიპის მიხედვით და როგორ უნდა მოვეპყროთ სხვადასხვა ტიპის ცხოველებს.საბოლოოდ თქვენ შეგეძლებათ სამსახური დაიწყოთ როგორ საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებულმა გრუმერის თანაშემწემ.
სწავლების მიმდინარეობა კურსი გრუმერის თანაშემწე
მიმდინარეობს 3 დღის მანძილზე,დღეში 3/4 საათი პროგრამაშია სალექციო კურსი,სასწავლო რვეული,საჩვენებელი მასტერკლასი,სხვადასხვა ხელსაწყოებით ძაღლის ვარცხნა და პრაქტიკა მოდელებზე.სწავლის შემდგომი საჩუქარი/უფასო პრაქტიკა.სწავლის შემდეგ თქვენ გელოდებათ საჩუქარი გრუმერის თანაშემწის უფასო პრაქტიკა.თქვენ შეგეძლებათ თქვენ თქვენი ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენება,ამით თქვენ გაიღრმავებთ პრაქტიკას და უფრო მეტად დარწმუნდებით საკუთარ ძალებში.ასე რომ,გამოიყენეთ მოცემული წუთის
ფასი: 1500 ლარი