შინაური ცხოველების ექოსკოპიური დიაგნოსტირების საფუძვლები
ექოსკოპიური კვლევა-ეს არის მარტივი, ხელმისაწვდომი კვლევა, რომელიც გამოიყენება ცხოველის შინაგანი ორგანოების შესამოწმებლად და რომელსაც უკუჩვენება არ გააჩნია. კურსი “ ცხოველების ექოსკოპიური კვლევა” გათვლილია ექიმებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯს დგამენ ექოსკოპიური კვლევების სფეროში.
კურსს წარუძღვება: დიმიტრი იარემენკო, კლინიკა “ვეტჰაუზის” მთავარი ექიმ-ვეტერინარი.
ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ
2000-2005 ვეტერინარიის ბაკალავრის ხარისხი
სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ჟიტომირი,უკრაინა
2005 წლის მაისი, წითელი დიპლომზე
2014-2015 წლებში წარმატებით დაამთავრა ვეტერინარული ანესთეზიის სკოლა (VASTA)
2003 “სოფლის მეურნეობის” ტრენინგი სიტიში, დიდი ბრიტანეთი, უელსი
2005-2007 ვეტერინარი ექიმის ასისტენტი/ ღორების ფერმა, ქალაქი, დანია
2007-2015 ვეტერინარი ექიმი კიევში “ალდენ-ვეტი”
2015-2017 თბილისის “ვეტ ჰაუსის” მთავარი ექიმი
2017 წლიდან დღემდე ვეტერინარული კლინიკა „ვეტ ჰაუსის“ თანამფლობელი,საქართველო,თბილისი
დიმა ექიმი პარალელურად აგრძელებს განვითარებას,სხვადასხვა მასტერკლასებით და ტრენინგებით.
კურსის კურატორია: სალი გიგიაძე
კურსის ხანგრძლივობა: თეორიულ 20 საათი + პრაქტიკული 10 საათი
კურსის ღირებულება:
2400 ლარი (0% იანი განვადება თიბისი ბანკისგან)
ენები: რუსული (ქართული თარგმანით)
კურსის პროგრამა
1. ლექცია
- ექოსკოპიური დიაგნოსტიკის საფუძვლები
- ექოსკოპიის აპარატის ძირითადი მახასიათებლები, აპარატთან მუშაობის წესი
- პროცედურისთვის პაციენტის მომზადება. მუცლის ღრუს ორგანოების ზოგადი გამოკვლევის ალგორითმი.
2. ლექცია
- ძაღლებისა და კატების მუცლის ღრუს ორგანოების ტოპოგრაფია.
- პარენქიმული ორგანოების ექოსკოპიის საფუძვლები
3. ლექცია
- პათოლოგიური პროცესები მუცლის ღრუში (ასციტი, პერიტონიტი, ჰემოპერიტონეუმი).
- ტრავმის შედეგად დეფორმირებული ორგანოების ექოსკოპია
- ელენთისა და პანკრეასის ექოსკოპია, ნორმა და პათოლოგია
- ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტ ექოსკოპიაის ნორმა და პათოლოგია
4. ლექცია
- დედალისა და მამალის რეპროდუქციული სისტემის ექოსკოპია, ნორმა და პათოლოგია.
- თირკმელებისა და შარდის ბუშტის ულტრაბგერა ნორმა და პათოლოგიи.
- ექოსკოპია ორსულობისას მორმა და პათოლოგია